IMF საქართველოში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შემცირებას პროგნოზირებს

IMF საქართველოში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შემცირებას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წლიდან საქართველოში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს – ამის შესახებ დღეს ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა. წელს ორგანიზაცია საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც ტურიზმის აღდგენას და მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება, ხოლო მომდევნო წელს ეს ეფექტები შედარებით შესუსტდება და ზრდა 5%-ს დაუახლოდვება.

ანალოგიური პროგნოზი აქვს IMF-ს ინფლაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც ფონდის შეფასებით, სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2024 წელს უნდა დაუახლოვდეს. შედარებით უფრო ოპტიმისტურია ამ მხრივ ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომელიც 3%-თან ინფლაციის დაახლოებას მომდევნო წელსვე მოელის.

“2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე წარსულში მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეამცირა და ლარი გააძლიერა, ამასთან ხელი შეუწყო სავალუტო რეზერვების დაგროვებას. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ომის ფინანსურ სექტორზე გავლენის შეზღუდვას ხელი შეუწყო, მათ შორის ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოეთხოვათ.

2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10%-ია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინლფაცია 10.5% იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5%-ს დაუახლოვდება. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელზე 2024 წელს შემცირდება,” – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დღესვე ახალი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულების შესახებ განაცხადა. ჯეიმს ჯონის თქმით, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. შედეგად, საქართველოსთვის საჭიროების შემთხვევაში დამატებით 30 მილიონი SDR-ი ანუ 38 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…